"ჩვენ თქვენ მოგაკითხავთ" - ბაიდენის მუქარა რუს ოლიგარქებს

02.03.22 10:32
"ჩვენ თქვენ მოგაკითხავთ" - ბაიდენის მუქარა რუს ოლიგარქებს

აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენი რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ ახალ სანქციენს აანონსებს. განცხადება ბაიდენმა ცოტა ხნის წინ კონგრესში გააკეთა. მისი თქმით, შტატებში  უკვე იქმნება სპეციალური  დეპარტამენტი რომლიც რუსი ოლიგარქების მიერ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს. „უკრაინაში შეჭრისთვის ვლადიმირ პუტინი მძიმე  საფასურს  გადაიხდის" , - განაცხადა მან სიტყვით გამოსვლისას. 

დღეს, მე ვეუბნები რუს ოლიგარქებს, რომლებმაც ძალადობრივი რეჟიმის აშენების შედეგად, მილიონობით დოლარის სარგებელი მიიღეს, რომ საკმარისია! ვგულისხმობ იმას, რასაც ვამბობ. შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა ჩამოაყალიბა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც გამოიძიებს რუსი ოლიგარქების მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ მოვძებნით, კონფისკაციას გავუკეთებთ მათ იახტებს, მდიდრულ აპარტამენტებს, პირად თვითმფრინავებს, ჩვენ თქვენ მოგაკითხავთ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.