ომის მე-7 დღე - ხარკოვი ცეხლის ალშია გახვეული, ოკუპანტი ქალაქებზე იერიშს განაგრძობს

ხარკოვი ცეცხლის ალშია. ოკუპანტებმა ბომბი ქალაქის ცენტრში ჩააგდეს. იწვის ათობით საცხოვრებელი სახლი, პოლიციის და ადმინიტრაციული შენობები. ცეცხლი ამ წუთებში ეკლესიასთან ახლოს, საცოვრებელ კორპუსს უკიდია. ღამის დაბომბვის შედეგად ქალაქში არაერთი შენობა დაინგრა. ბოლოს ცნობების თანახმად, მხოლოდ ხარკოვში 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 112 დაშავდა. უკრაინული არამიის ინფორმაციით, ქალაქში ცოტა ხნის წინ რუსული დესანტი დაეშვა, გრძელდება ქუჩის ბრძოლები.
მძიმე შედეგებია ხერსონშიც, რომელიც გამთენიიდან ოკუპანტის სამიზნე იყო. სარაკეტო იერიშები რუსეთმა სამხედრო სამედიცინო კლინიკაზე მიიტანა. ქალაქში რუსმა სამხედროებმა პორტი და რკინიგზის სადგური დაიკავეს.
აფეთქებების ეპიცენტრი იყო კიევიც, სადაც ოკუპანტებმა იერიში სატელევიზიო ანძაზე მიიტანეს. სარაკეტო იერიშები განხორციელდა კიევის ოლქის მიმდებარე არაერთ სოფელსა და ქალაქზეც, მათ შორის, დაიბომბა ვასილკოვი, ბელაია ცერკოვი დ კალინოვკა. განადგურებულია საცხოვრებელი შენობები. დაშავებულების რიცხვი ამ დრომდე ზუსტდება.
მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა ჟიტომირი და სუმის ოლქიც . ჟიტომირში რუსეთმა საჰაერო იერიში სამშობიარო სახლზე მიიტანა.
ომის მე-7 დღეს არაერთ დიდ ქალაქი ელექტროენერგიის და გაზის გარეშეა დარჩენილი. ოფიციალური ცნობებით, 40 ათასზე მეტი ადამიანი ცხელ წერტილებში ცხოვრებას საკვების და სინათლის გარეშე განაგრძობს.