პუტინის ომი იყო წინასწარ განზრახული და არაპროვოცირებული - ბაიდენი

02.03.22 11:29
პუტინის ომი იყო წინასწარ განზრახული და არაპროვოცირებული - ბაიდენი

პუტინის ომი იყო წინასწარ განზრახული და არაპროვოცირებული, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა არასწორი გათვლა გააკეთა, როდესაც იფიქრა, რომ თვაისუფალი სამყაროს დამორჩლება მუქარით შეეძლო. 

6 დღის წინ ვლადიმერ პუტინმა სცადა შეერყია თავისუფალი სამყაროს საფუძველი, რადგან ფიქრობდა, რომ მას შეუძლია დაიმორჩილოს ის თავისი მუქარით, მაგრამ მან არასწორი გათვლა გააკეთა. იფიქრა, რომ მსოლფიო შეეგუებოდა ამას,ა მის ნაცვლად კი მან მიიღო წინააღმდეგობის ის კედელი, რომელსაც ვერასდროს წარმოიდგენდა. ის შეხვდა უკრაინელ ხალხს. პრეზიდნეტი ზელენსკი და თითოეული უკრაინელი, მათი უშიშრობა, მათი სიმამაცე, მათი თავდადება მსოფლიოს შთააგონებს. მოქალაქეთა ჯგუფები ტანკებს წინ ეღობებიან. სტუდენტებიდან პენსიონერ-მასწავლებლებამდე, ყველა ჯარისკაცად იქცა, რომლებიც იცავენ საკუთარ სამშობლოს. პუტინის ომი იყო წინასწარ განზრახული და არაპროვოცირებული, მან უარყო დიპლომატიური ძალისხმევა, იფიქრა, რომ დასავლეთი და ნატო არ უპასუხებდნენ, მან იფიქრა, რომ ის ჩვენ აქ, საკუთარ სახლში დაგვყოფდა. პუტინი შეცდა, ჩვენ მზად ვიყავით, - განაცხადა ბაიდენმა.