რუსი დიქტატორი, რომელიც სხვა ქვეყანაში იჭრება, ამის საფასურს გადაიხდის - ბაიდენი

02.03.22 11:41
რუსი დიქტატორი, რომელიც სხვა ქვეყანაში იჭრება, ამის საფასურს გადაიხდის - ბაიდენი

რუსი დიქტატორი, რომელიც სხვა ქვეყანაში იჭრება, ამის საფასურს გადაიხდის, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ვიდრე პუტინი ბრძოლის ველზე რამეს მოიპოვებს, ის ამისთვის განგრძობითად მაღალ ფასს გადაიხდის.

ჩვენ მოვლენებს ნათლად ვუყურებთ. უკრაინელები წინააღმდეგობას სწევენ წმინდა სიმამაცით, მაგრამ მომდევნო დღეები, კვირები, თვეები მათთის რთული იქნება. პუტინმა წამოიწყო ძალადობა და ქაოსი, მაგრამ სანამ ის ბრძოლის ველზე მოიპოვებს რამეს, ის გრძელვადიან პერსპექტივაში და განგრძობითად მაღალ ფასს გადაიხდის ამისთვის. ამაყი უკრაინელი ხალხი, რომელიც 30 წელია დამოუკიდებელია, განმეორებითად აჩვენებს, რომ ისინი არ შეეგუებენ არავის, ვინც ცდილოპბს მათი ქვეყანა უკან დახიოს. ამერიკელებს კი პატიოსნად ვეტყვი, რომ როგორც ყოველთვის ვპირდებოპდით, რუსი დიქტატორი, რომელიც სხვა ქვეყანაში იჭრება, ამის საფასურს გადაიხდის, - განაცხადა ბაიდენმა.