12 საათია ჩვენზე იერიში არ წყდება, რუსი ფაშისტები ჩემს ქალაქს მიწასთან ასწორებენ - მარიუპოლის მერი
მარიპულოში უკვე 12 საათია სხვდასხვა იარაღიდან სროლა არ წყდება. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი ვადიმ ბოიჩენკო ავრცელებს.
უკვე 12 საათია ჩვენზე იერიში არ წყდება. რუსი ფაშისტები ჩემს ქალაქს მიწასთან ასწორებენ, - აცხადებს მერ.
მისივე თქმით, ტოტალურად დანგრეულია და განადგურებულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა. არიან დაღუპულები. დაჭრილები და დაშავებულები გაუჩერებელი სროლების გამო სამედიცინო პუნქტამდე ვერ გადაჰყავთ.
ბოიჩენკომ შეიარღებულ ძალებს, ნაცგვარდიასა და ქალაქის მდავცლებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.