ოკუპანტები ოდესას ბომბავენ - ცხელ წერტილად რჩება ხარკოვიც

საკუპაციო ძალები ზღვისპირა ქალაქს მიადგენენ - ამ წუთებში აგრესორები ოდესას ბომბავენ. ბომბები ცვივა უკრაინული სკოლების თავზეც. შენობებს სადაც ახლა ბავშვები უნდა ისხდნენ, რუსი ოკუპანტები იკავებენ.
ცხელ წერტილად კვლავინდებურად ხარკოვი რჩება. პოლიციის სამხარეო შენობაზე და უნივერისტეტის ერთ-ერთ კორპუსზე საჰაერო იერიშის შემდეგ რუსები მშვიდობიან მოსახლოებას ბომბავენ. ქალაქის ცენტრი სრულად განადგურებულია. დაიბომბა კადეტთა კორპუსიც. იერიშის დროს შენობაში ადამიანები იმყოფებოდნენ. დაღუპულთა რიცხვი ჯერჯერობიოთ უცნობია. უკრაინული მხარის ცნობით, მხოლოდ ხარკოვში იერიშებს 21 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, დასავებულია გარდაცვლილი 100-ზე მეტი ადამიანი.
რუსების მიერ დაბომბილები ვართ. შეშინებულები ვდგავართ. რატომ ჩვენ? ჩვენ მშვიდობიანი მოქალაქეები ვართ, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ამ დროისათვის თავდასხმას ქალაქ ნიკოლაევის რაიონში მდებარე ელექტროსადგურზე ელოდებიან. ადგილზე რუსული დესანტები არიან შესულები და ბრძოლისთვის ემზადებიან.
მძიმე მდგომარეობაა ამ დრომედ ჟიტომირში, სადაც ოფიციალური ცონბებით, 2 დაღუპული და ათობით დაშავებულია. მაშველებს დანგრეული შენობებიდან ადამიანები ამ დრომდე გამოჰყავთ. ბოლო იერიში ქალაქში ოკუპანტებმა სამშბიარო სახლზე მიიტანეს.
რუსული ჯარი დაიძრა ქალაქ ენერგოდარისკენაც, თუმცა ადგილობრივები რუსულ ჯარს გადაუდგნენ.
ქალაქ ენერგოდარში, სადაც ევროპაში ყველაზე ენეგოსადგურია, ამ წამს შემოვიდა რუსეთის ბატალიონი და ისინი აგრძელებენ მოძრაობას ქალაქის საგუშაგოებისკენ. აქ ათასზე მეტი თანამშრომელი შეიკრიბა, რომ დავიცვათ ჩვენი ქალაქი, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი ვიდეომიმართვაში.
ცხელ წერტილებად ასევე მარიუპოლი და ხერსონი რჩება. მოქალაქეები ერთმანეთს გვერდში დგომისკენდა სანგრების გათხრისკენ მოუწოდებენ.