კრემლი უკრაინის პრეზიდენტად ვიქტორ იანუკოვიჩის დასმას გეგმავს - ექსპრეზიდენტი მინსკში იმყოფება
უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც ქვეყნიდან სამოქალაქო რევოლუციის დროს გააძევეს, კრემლი სპეცოპერაციისთვის ამზადებს. უკრაინული დაზვერვის ცნობით, ვიქტორ იანუკოვიჩი ამ დროისათვის მინსკში იმყოფება. ერთ-ერთი ვერსიით, პუტინი მას უკრაინის პრეზიდენტობისთვის ამზადებს. არ არის გამორიცხული ამისათვის კრემლმა წინაპირობა ინფორმაციული ოპერაციის, აქციის ან იანუკოვიჩის უკრაინელი ხალხისადმი მიმართვით შექმნას.