კიევში საჰაერო განგაშია - ოკუპანტები უკრაინის სხვა ქალაქებსაც უტევენ

02.03.22 14:54
კიევში საჰაერო განგაშია - ოკუპანტები  უკრაინის სხვა ქალაქებსაც უტევენ

კიევი ამ წუთებში ისევ საჰაერო განგაშია. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლოებას თავშესაფარაში ჩასვლისკენ მოუწოდებენ. პარალელურად,  დედაქალაქს რუსული ტანკები უახლოვდებიან. ქალაქის მერი მოსახლეობას მტრის მოახლოების შესახებ აფრთხილებს. 

მტერი სულ უფრო უახლოვდება დედაქალაქს. ღამით მათ დაბომბეს ბელა ცერკვი, ჩაატარეს სამი ბრძოლა ბუჩასა და გოსტომელში. ჩენ მზად ვართ და დავიცავთ კიევს. მოვუწოდებ ყველა კიეველს, არ დაკარგონ თვშეკავება. არ დაიჯეროთ დეზინფორმაცია. მტერი უამრავ ტყუილს ავრცელებსუკრაინელების გასატეხად. ენდეთ მხოლოდ ოფიციალურ რესურსებს. კიევი დგას და იდგება. ჩენ ვიბრძოლებთ. სასურველია, იმ საწარმოების თანამშრომლების ტრანსპორტირება, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალაქის სასიცოცხლო ინფრასტრუქტურას, შექმნილია ჰუმანიტარული შტაბი, რომეოლც აგროვებს დახმარებას მათთვის, ვიასც დღეს ეს სჭირდება, - აცხადებს დედაქალქის მერი, ვიტალი  კლიჩკო. 

პარალელურად, რუსეთი საზღვაო იერიშისთვის ემზადება. ოდესის მისადგომებს სამხედრო გემები უახლოვდებიან. ოკუპანტები ბომბავენ ზღვისპირა ქალაქის ცენტრსაც, შტურმია აეროპორტის მიმდაბარე ტერიტორიაზეც. უკრაინა საპასუხო თავდასხმისთვის ემზადება.

გრძელდება შეტევები ხარკოვზეც. რუსებს იერიშები მშვიდობიან მოსახლეობაზე მიაქვს. ქალაქი ფაქტობრივად, დანგრეულია. 

რთული მდგომარეობაა ენერგოდარშიც,  სადაც მოსახლეობა რუსულ ჯარს შიშველი ხელებით ხვდება. ქალაქის შესავლელში მტერის შესაკავებლად მოქალაქეებმა ბარიკადები აღმართეს.

შიშველი ხელებით ქალაქის დაცვას კონოტოპის მოსახლოებაც ცდილობს, სადაც რამდენიმე საათის წინ რუსული ჯარი შევიდა. მათ ადგილობრივ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს: ან დანებება, ან ქალაქს მიწასთან გაასწორებდნენ. ქალაქის მერი მოსახოლებასტანე რტად შეტანხმდა, რომ ქალაქის დასაცავად ერთად იბრძოლებდნენ.

მძიმე მდგომარეობაა ლუგანსკის ოლქში მდებარე ქალაქსტარობელსკში. ქუცაში გამოსული მოსახლეობა რუსული ტექნიკი დაბლოკვას ცდილობს. 

 

მსგავსი სიახლეები