იანუკოვიჩი პუტინის მძევალია, რასაც უნდა იმას გააკეთებინებს, შეიძლება ცირკშიც გამოიყვანოს - გონჩარენკო

უმაღლესი რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო აცხადებს, რომ პუტინის გეგმის შესახებ, რომელიც უკრაინის პრეზიდენტად ვიქტორ იანუკოვიჩის დასმას გეგმავს, ინფორმაცია ჰქონდათ. მისი თქმით, პუტინი ფიქრობდა, რომ იანუკოვიჩს პოსტზე კიევის აღების შემდეგ დასვამდა, თუმცა შეცდა.
ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ იანუკოვიჩი არის მინსკში და პუტინს სურს, რომ ის გახდეს უკრაინის ე.წ. პრეზიდენტი. ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია პირველივე დღიდან გვქონდა. ის ელოდებოდა მომენტს, რომ რუსული არმია ჯერ აიღებდა კიევს და იანუკოვიჩი იქ ჩავიდოდა როგორც რუსეთის წარმომადგენელი და მას უწოდებდნენ პრეზიდენტს. მაგრამ რეალობაში ის იქნება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მმართველი. ეს არის პუტინის სცენარის ნაწილი. სასაცილოა, რადგან პუტინი კიევს ვერ აიღებს. მან ჩვენი ტერიტორიის ერთი ინჩიც კი ვერ აიღო. იანუკოვიჩს სხვა გზა არ აქვს, რადგან ის ახლა პუტინის მძევალია. რასა უნდა იმას გააკეთებინებს, შეიძლება ცირკშიც კი გამოიყვანოს. რუსეთმა ომი უკვე წააგო, - განაცხადა გონჩარენკომ.