"მინდა დავეხმარო უკრაინელ ძმებს" - მოხალისეების შემდეგ ხელისუფლება უკრაინაში არც ყოფილ სამხედროებს უშვებს

02.03.22 15:56
"მინდა დავეხმარო უკრაინელ ძმებს" - მოხალისეების შემდეგ ხელისუფლება უკრაინაში არც ყოფილ სამხედროებს უშვებს

მოხალისეების შემდეგ უკრაინაში საბრძოლველად წასვლის უფლებას  საქართველოს ხელისუფლება არც ყოფილ სამხედროებს აძლევს. მათ წინააღმდეგ პროცედურულ ომში იუსიტიციის მინისტრიც ჩაერთო. ყოფილ ჯარისკაცებს, რომლებსაც წლების წინ პროკურატურამ ბრალი წარუდგინა, პირობითი მსჯავრის რამდენიმე თვე აქვთ დარჩენილი, თუმცა პრობაციის ბიურომ მათ ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცა. ჯარისკაცებმა შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართეს.

2019 წელს დამაკავეს შეთხზული ბრალდებებით და 2 წლის და 7 თვის მერე გამასამართლეს და მაქვს 1 წელი პირობითი მსჯავრი. საქართელოს ხელისუფლებამ დამსაჯა. მინდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, სადაც რამდენიმე წუთის წინ ჩემმა ადვოკატმა შეიტანა წერილი შეწყალებასტან დაკავშირბეით, ვთხოვ, რომ მან გაითვალისწინოს ის მდგომარეობა და მომეხსნას ის 4 თვე პირობითი, რომ ჩავიდე უკრაინაში და დავეხმარო უკრაინელ ძმებს მტერთან ბრძოლაში. იქ არაერთი ბავში იღუპება, ქალებს ხოცავენ. ის შესაძლებლობები, რაც მე გამაჩნია, მინდა, რომ გამოვიყენო უკრაინის დასაცავად, რათა შემდეგი სამიზნე არ გახდეს საქართველო, - ამბობს ყოფილი სამხედრო. 

მსგავსი სიახლეები