"მესამე მსოფლიო ომი იქნება გამანადგურებელი ბირთვული ომი" - ლავროვი

მესამე მსოფლიო ომი, თუ ის მოხდება, ბირთვული და გამანადგურებელი იქნება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა Aljazeera-ს განუცხადა. ინტერვიუს ნაწილი Twitter-ზე გავრცელდა.
"მესამე მსოფლიო ომი იქნება გამანადგურებელი ბირთვული ომი", - განაცხადა ლავროვმა.
ლავროვის მტკიცებით,"უკრაინის სამხედრო ოპერაცია, მათ შორის კიევში, მიმართულია უკრაინის განიარაღებისკენ.
"რუსეთი არ დაუშვებს, უკრაინამ ბირთვული იარაღი მიიღოს", - თქვა აგრესორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა. .