სანქციებმა შედეგი გამოიღო - პესკოვის თქმით, რუსეთის ეკონომიკა "სერიოზულ დარტყმებს" იღებს

02.03.22 17:18
სანქციებმა შედეგი გამოიღო - პესკოვის თქმით, რუსეთის ეკონომიკა "სერიოზულ დარტყმებს" იღებს

დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო, რუსეთის ეკონომიკა სერიოზულ დარტყმებს განიცდის - ამის შესახებ კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. 

"რუსეთის ეკონომიკა სერიოზულ დარტყმებს განიცდის. მაგრამ არის უსაფრთხოების გარკვეული ზღვარი, არის პოტენციალი, არის გარკვეული გეგმები, სამუშაოები მიმდინარეობს", - აცხადებს პესკოვი. 

ცნობისთვის, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოსკოვს დასავლეთმა სანქციები დაუწესა.