ომის დაწყებიდან 7 დღეში 2 000 მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქე დაიღუპა

02.03.22 17:51
ომის დაწყებიდან 7 დღეში 2 000 მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქე დაიღუპა

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, 7 დღეში 2 000 მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქე დაიღუპა - ინფორმაცია უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

"უკვე 160 საათზე მეტია, რაც უკრაინელი ხალხი თავს იცავს რუსეთისა და ბელარუსის სასტიკი და ცინიკური თავდასხმისგან. ყოველ საათში ვკარგავთ ჩვენი სამხედროების, ქალებისა და ბავშვების სიცოცხლეს. ამ 7 დღის განმავლობაში რუსებმა გაანადგურეს ასობით სახლი, საავადმყოფო, საბავშვო ბაღი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. აგრეთვე, ამ დრომდე მათ შეიწირეს 2 000 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე, ამ რაოდენობაში გარდაცვლილი სამხედროები არ იგულისხმება", - წერია განცხადებაში. 

ირკვევა, რომ საომარი მოქმედებების დროს, სამაშველო ოპერაციებისასდაიღუპა მათი 10 და დაიჭრა 13 თანამშრომელი.