მოლაპარაკებების მე-2 რაუნდი დღეს საღამოს გაიმართება - რუსული დელეგაცია უკვე დაიძრა
რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების მე-2 რაუნდი სავარაუდოდ, დღეს საღამოს გაიმართება - პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა, რამდენიმე საათის წინ თქვა, რომ დელეგაციის შემადგენლობა უცვლელი იქნება.
უკრაინული მედიის ცნობით, კი რუსეთი დელეგაცია უკრაინულ დელეგაციასთან შესახვედრად უკვე დაიძრა. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრა ისევ ბელარუსის საზღვარზე გაიმართება.
ცნობილია, რომ უკრაინა რუსეთის ულტიმატუმებს არ მიიღებს. მოლაპარაკებების პირველი რაუნდზე, რომელიც 28 თებერვალს გაიმართა მხარეებმა მოთხოვნები განიხილეს. უკრაინა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და რუსული ჯარების ქვეყნიდან გაყვანას ითხოვს.
რუსეთის ფედერაცია კი უკრაინის უბლოკო სტატუსს, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას, "დენაციფიკაციასა". კრემლის მოთხოვნებს შორისაა ყირიმზე უარის თქმაც.