რეზოლუცია მიღებულია - გაერო მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს უკრაინაში ომი და გაიყვანოს ჯარები

02.03.22 22:00
რეზოლუცია მიღებულია - გაერო მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს უკრაინაში ომი და გაიყვანოს ჯარები

გაერო მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები და გაიყვანოს ჯარები, მათ შორის ყირიმიდან და დონბასიდან.

 რეზოლუციას "აგრესია უკრაინის წინააღმდეგ", მხარი 141-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 5 (მათ შორის ბელარუსი), თავი შეიკავა 34-მა. 

ფაქტს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელესკი უკვე გამოეხმაურა, მან გაეროს წევრ ქვეყნებს მადლობა გადაუხადა: 

"დიდად ვაფასებ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ რეზოლუციის ხმათა უპრეცედენტო უმრავლესობით დამტკიცებას მკაცრი მოთხოვნით, რომ დაუყოვნებლივ შეჩერდეს რუსეთის მოღალატეობრივი თავდასხმა უკრაინაზე. მადლობელი ვარ ყველასი, ყველა ქვეყნის, ვინც მხარი დაუჭირა ამას. თქვენ ისტორიის სწორი მხარე აირჩიეთ", - წერს უკრაინის პრეზიდენტი. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები