რუსი ოკუპანტების სამიზნე სუმია -სარაკეტო იერიშის შედეგად, მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ

03.03.22 10:42
რუსი ოკუპანტების სამიზნე სუმია -სარაკეტო იერიშის შედეგად,  მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ

უკრაინის ქალაქ სუმში, რუსი ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმის სამიზნეა - ინტენსიური დაბომბვის შედეგად,  5 ადამიანი დაშავდა. სუმის ოლქის გუბერნატორი დმიტრო ჟივიცკი ამბობს, რომ 27-ე საარტილერიო ბრიგადის, სუმგუს სამხედრო დეპარტამენტისა და კადეტთა კორპუსის ტერიტორიაზე ძლიერი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა.

მისი თქმით, ხუთი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.