რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 7 დღეში უკრაინა მილიონმა ლტოლვილმა დატოვა

03.03.22 10:51
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 7 დღეში უკრაინა მილიონმა ლტოლვილმა დატოვა

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 7 დღეში უკრაინა მილიონმა ლტოლვილმა დატოვა.  გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელის, ფილიპო გრანდის თქმით, უკრაინელებმა მეზობელ სახელმწიფოებს შეაფარეს თავი: 

"ომის დაწყებიდან 7 დღე გავიდა - უკრაინა უკვე მილიონმა ლტოლვილმა დატოვა და მეზობელ ქვეყნებში წავიდა. იმ მილიონობით ადამიანისთვის კი, ვინც ჯერ კიდევ ქვეყანაშია, დროა, რომ ცეცხლი შეწყდეს და ჰუმანიტარული დახმარება გაეწიოთ". - წერს გაეროს წარმომადგენელი ტვიტერის გვერდზე.