ჩვენები მომბავენ სკოლებს, საავადმყოფოებს, ბავშვთა სახლებს - ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროების აღიარება

03.03.22 11:07
ჩვენები მომბავენ სკოლებს, საავადმყოფოებს, ბავშვთა სახლებს - ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროების აღიარება

ჩვენებების მთელი დასტა პუტინის წინააღმდეგ - ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროები კამერების წინ პუტინის გინებას არ ერიდებიან.

მათი თქმით, უკრაინასთან საომრად მოტყუებით წაიყვანეს. უკრაინის გზები რუსი ჯარისკაცების ცხედრებით არის სავსე.

ფრონტის ხაზზე მყოფი რუსი ჯარისკაცები ტყვედ თავად ბარდებიან. 

ათობით რუს ჯარისკაცს საკუთარი მშობლები ეძებენ. ცნობილია, რომ რუს ტყვეებს დედებს გადასცემენ, თუ ისინი შვილებს კიევში ჩააკითხავენ. 

დედა, გააგებინე ჯარისკაცების დედების კომიტეტს, ყველას, რომ აქ სრული განუკითხაობაა. ჩვენები ბომბავენ სკოლებს, საავადმყოფოებს და ბავშვთა სახლებს. აქ მშვიდობა იყო, მანამდე სანამ ჩვენმა პრეზიდენტმა ეს უბედურება არ დაატრიალა. ყველას გააგებინეთ, ეს ვიდეო გაავრცელეთ სოციალურ ქსელით, რომ აქით არავინ წამოვიდეს"- აცხადებს ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროები.