სად და როდის გაიმართება უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მეორე ტაუნდი - დავით არახამიას კომენტარი
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ბელოვეჟსკაია პუშჩაში არ გაიმართება. - ინფორმაცია ცოტა ხნის წინ უკრაინის რადის ფრაქცია ხალხის მსახურმა, დავით არახამიამ გაავრცელა.
"ინფორმაცია ბელოვეჟის ტყეში მოლაპარაკებების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. მოლაპარაკებები ნამდვილად იქნება, მაგრამ ადგილი სხვაა. ყველა დეტალი მოგვიანებით".- წერს არახამია.
მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა, გუშინ გავრცელდა ცნობა, რომ მეორე რაუნდი უნდა გამართულიყო, რუსული დელგაციის წევრები ადგილისკენ დაიძრნენ, თუმცა რამდენიმე საათში გაირკვა, რომ უკრაინული მხარე რუსეთის წარმომადგენლებს დღეს, 3 მარტს შეხვდებოდნან.