მტერს 19-20 წლის ბიჭების გადასცენება უწევს, რა ნახეს მათ ამ ხანმოკლე ცხოვრებაშო ომის გარდა? - ზელენსკი რუს სამხედროებს მიმართვს

"ოკუპანტები აქ ვერაფერს მიიღებენ, ყველგან გავანადგურებთ, ისინი დაიმახსოვრებენ, რას ნიშნავს ჩვენთან ბრძოლა" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ მიმართვაში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მტერმა ერთ კვირაში 9 ათასი ჯარისკაცი დაკარგა.
ჩვენი არმია მტრის საბოლოოდ გასატეხად ყველაფერს აკეთებს. ერთ კვირაში მათ 9 ათასი მოკლული ჯარისკაცი ჰყავთ. მტერს 19 და 20 წლის ბიჭების უკან გადასვენება უწევთ. რა ნახეს მათ ამ ხანმოკლე ცხოვრებაშო ომის გარდა? სხვის მიწაზე შემოსვლის გარდა?! უკრაინას არ უნდა გარდაცვლილთა ცხედრებით დაიფაროს. მოგიწოდებთ, დაბრუნდით სახლებში და უთხარით თქვენ მეთაურებს, რომ სიცოცხლე გსურთ და არა სიკვდილი. მოუწოდეთ, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ომი, დაამყარონ მშვიდობა"- აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის მთავარსარდალი პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყნის მოსახხლეობა საკუთარ მიწას ბოლომდე დაიცავს:
ძვირფასო უკრაინელებო, თითოეულმა ოკუპანტმა უნდა იცოდეს, რომ ისინი აქ ვერაფერს მიიღებენ, ვერავის მოისყიდიან. რაც არ უნდა ბევრი ჯარისკაცი და ტექნიკა გამოაგზავნონ, ეს მათთვის არაფერს შეცვლის. სადაც არ უნდა შევიდნენ, ყველგან გავანადგურებთ. სიმშვოდეს დავაკარგინებთ, არცერთი მშვიდი წუთი არ ექნებათ, ისინი დაიმახსოვრებენ, რას ნიშნავს ჩვენთან ბრძოლა"- დასძინა მან.