"ეხო მოსკვი" ლიკვიდირებულია

03.03.22 13:07
"ეხო მოსკვი" ლიკვიდირებულია

გაზპრომ მედიას დირექტორთა საბჭოს რადიო სადგურ эхо москвы-ს და ვებ-გვერდის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. რადიო სადგურის მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი  ამბობს, რომ გადაწყვეტილება დირექტორთა საბჭოში ხმათა უმრავლესობით მიიღეს. 

1 მარტს რუსეთის გენერალური პროკურატურამ ლიბერალური რადიოსადგურის Эхо Москвы და დამოუკიდებელი გამოცემის Дождь წვდომის შეზღუდვა მოითხოვა.

რუსეთის ხელისუფლება მოითხოვს, რომ რუსულმა მედიამ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს ომი არ უწოდოს და ინფორმაცია რუსეთის ოფიციალური წყაროების მიხედვით გაავრცელოს.