რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი 16000 მოხალისე უკრაინაში უკვე მოდის - ზელენსკი

03.03.22 13:54
რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი 16000 მოხალისე უკრაინაში უკვე მოდის - ზელენსკი

16000 უცხოელი მოხალისე უკვე მიემგზავრება უკრაინაში - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალახან გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში ისაუბრა. 

მისი თქმით, უკრაინა იარაღს თავისი პარტნიორებისგან ყოველდღიურად იღებს. 

უკრაინა ყოველდღიურად იღებს უფრო და უფრო მძლავრ იარაღს ჩვენი პარტნიორებისგან, ნამდვილი მეგობრებისგან. უკრაინა უკვე ხვდება უცხოელ მოხალისეებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მოდიან. პირველი 16 ათასი მოხალისე აპირებს დაიცვას ჩვენი თავისუფლება და ჩვენი სიცოცხლე. დარწმუნებული ვარ, ეს წარმატებული იქნება!“, - თქვა მან.