პუტინი ცდება, თუ ფიქრობს, რომ უკრაინელები შეიძლება გატეხონ ან აიძულონ დანებება - ზელენსკი

03.03.22 14:08
 პუტინი ცდება, თუ ფიქრობს, რომ უკრაინელები შეიძლება გატეხონ ან აიძულონ დანებება - ზელენსკი

"ვლადიმირ პუტინი ცდება, თუ ფიქრობს, რომ უკრაინელები შეიძლება გატეხონ ან აიძულონ დანებება"- ამის შესახებ ვოლოდიმერ ზელენსკიმ ახალ მიმართვაში ისაუბრა. 

ერთი კვირის წინ, დილის 4 საათზე, რუსეთი შემოიჭრა უკრაინაში. ეს იყო აგრესიის, განდიდების მანიის, დევნის ილუზიების მწვავე შეტევა. ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა კალიებს ჰგვანან. სრულმასშტაბიანი ომის პირველი საათები და დღეები იყო ძალიან რთული. მაგრამ ჩვენ ვიყავით ერთიანები, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ძლიერები, რაც ნიშნავს, რომ გადავრჩით".- თქვა ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მიმართა და სახლში წასვლისკენ მოუწოდა. 

ბევრჯერ უნდოდათ ჩვენი განადგურება, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს. ძალიან ბევრი გამოვიარეთ და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ ყველაფრით უკრაინელები შეშინდებიან, გატყდებიან და დანებდებიან, ძალიან ცდებიან. მათ უბრალოდ არაფერი იციან უკრაინის შესახებ. წადით სახლში! დაიცავით რუსულენოვანი ხალხი არა მხოლოდ მთელ მსოფლიოში, არამედ ჩემს ქვეყანაში“, - აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.