ატირებული რუსი ჯარისკაცების აღსარება ნაწილი 2 - "მაპატიეთ, არ მინდოდა ამ სისხლისღვრის მონაწილე ვყოფილიყავი"

03.03.22 14:20
ატირებული რუსი ჯარისკაცების აღსარება ნაწილი 2 - "მაპატიეთ, არ მინდოდა ამ სისხლისღვრის მონაწილე ვყოფილიყავი"

ატირებული რუსი ჯარისკაცები პატიებას ითხოვენ -  ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროები კამერების წინ ცრემლებს ვერ იკავებენ.

რუსული არმიის არტილერისტი ყვება, რომ  პირდაპირ დაავალეს რომ მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ცეცხლი გაეხსნათ და დაებომბათ.

ჩემი შეცდომა იყო, რომ უარი არ ვთქვი ამ სამხედრო ოპერაციაზე. კოშმარია ის რასაც აქვ ვხედავ - იღუპებიან ადამიანები და ბავშვები. მე არ მინდოდა ამ ყველაფერში მონაწილეობა. გთხოვთ, მაპატიეთ. რასაც ტელევიზიით ამბობენ, რომ ადამიანებს არ ვეხებით, ეს სრული ტყუილია. მე ეს ჩემი თვალით ვნახე. მაპატიეთ, უნდა მიმეფურთხებინა ამ ყველაფრისთვის და არ გავმხდარიყავი ამ სისხლისღვრის მონაწილე" - ამბობს რუსი სამხედრო. 

ტყვედ ჩავარდნილი კიდევ ერთი რუსი სამხედრო კი ყვება, რომ მათ ფრონტის წინა ხაზიდან გაქცევა სურდათ, თუმცა ეს ვერ გააკეთეს, რადგან ჯარისკაცებს სამოქალაქო ფორმებში ჩაცმული პირებიც აკონტროლებდნენ.

 

მსგავსი სიახლეები