სანქციებისთვის მზად ვიყავით, მაგრამ არ ველოდი, სპორტსმენებს, მედიას რომ შეეხებოდა - ლავროვი

"რუსეთი მზად იყო სანქციებისთვის, მაგრამ თუ ის ინტელიგენციას, ჟურნალისტებს, მსახიობებს და სპორტსმენებს შეეხებოდა, არ მეგონა, გაკვირვებული ვარ. "- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა Al Jazeera-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ლავროვი ამბობს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა უარი განაცხადეს რუსეთთან თანამშრომლობაზე "ახალი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით".