"ცუდია, როცა ადამიანები იღუოპებიან" - ლავროვის მტკიცებით, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს ჯერ კიდევ აქვს შანსი

03.03.22 15:25
"ცუდია, როცა ადამიანები იღუოპებიან" - ლავროვის მტკიცებით,  რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს ჯერ კიდევ აქვს შანსი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს ჯერ კიდევ აქვს შანსი. მისი თქმით, რუსეთი დისლოგისთვის მზად არის, თუმცა რუსეთი ტრადიციულად საკუთარ პირობებს აყენებს. 

მისი მტკიცებით, მსოფლიოში ბირთვული ომი დასავლეთის ინტერესშია. 

დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში გამოსავალი მოიძებნება. მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებები დღეს უნდა გაიმართოს. ცუდია, როცა ადამიანები იღუოპებიან, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა. ისტერია გაივლის, დასავლეთის სიგიჟეს გადალახავს. ჩვენ რომ გვეუბნებიან, უკრაინის ნატოში, ან რომელიმე სხვა ქვეყნის ჩართვა ალიანში, საფრთხეს არ უქმნის რუსეთის უსაფრთხოებასო, რატომ წყვეტს დასავლეთი რა არის საჭირო ჩვენი უსაფრთხოებისთვის?! ჩვენი ქვეყანა მისი ინტერესების შელახვას არ დაუშვებს. დარწმუნებული, ვარ რომ უკრაინის კრიზისიდან გამოსავალი მოიძებნება. რუსეთის პირობები მინიმალურია"- განაცხადა ლავროვმა.