ლუკაშენკო უკან იხევს - " ჩვენ მხოლოდ საკუთარ მიწაზე ვიომებთ"

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც იომებს, ბელარუსია. პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ საომარი საფრთხე მის ქვეყანასაც ემუქრებოდეს.
უნდათ, უკრაინასთან ომში შეგვითრიონ. ეს ხდება სპეციალურად, რომ ჩვენ დაუცველი დაგვრჩეს საზღვრები. ამის შემდეგ ჩვენ ძალიან მალე გაგვისწორდებიან. უკრაინიდან დაბრუნებასაც ვერ მოვასწრებ, რომ თქვენ დაგიცვათ. მათი სტატეგიაა, რუსეთსა და ჩვენ ერთად გაგვისწორდნენ. ვიცით რა უნდათ მათ ეს ჩვენ უკვე გამოვიცანით. ჩვენ ვიბრძოლებთ და მოვკვდებით ჩვენ მიწაზე, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ'- თქვა ლუკაშენკომ.