"როგორ გძინავთ ღამით იმის ცოდნით, რომ რუსული ტყვიები და ბომბები კლავენ ბავშვებს? - ბრიტანელი ჟურნალისტი ლავროვს

03.03.22 15:47
"როგორ გძინავთ ღამით იმის ცოდნით, რომ რუსული ტყვიები და ბომბები კლავენ ბავშვებს? - ბრიტანელი ჟურნალისტი ლავროვს

"როგორ გძინავთ ღამით იმის ცოდნით, რომ რუსული ტყვიები და ბომბები კლავენ ბავშვებს?"- ამ შეკითხვით მიმართა ბრიტანელმა ჟურნალისტმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს დღეს, 3 მარტს, ონლაინ პრესკონფერენციის დროს.

პოლინა ზახოდინსკაიაზე მინდა გკითხოთ, ის კიევში,  სკოლაში და რუსების თავდასხმის დროს მოკლეს.  მე ვიცი, რომ თქვენც გყავთ ქალიშვილი. შემომხედეთ თვალებში და მითხარით, როგორ გძინავთ ღამით იმის ცოდნით, რომ რუსული ტყვიები და ბომბები კლავენ ბავშვებს?"- მიმართა ჟურნალისტმა ლავროვს და იქვე დაინტერესდა, არიან თუ არა მზად თავი ომის დანაშაულებზე საეღტაშორისო სასამართლოში დაიცვან თავი. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა კი თქვა, რომ "მას  მხოლოდ სამძიმრის გამოხატვა შეუძლია".

“მხოლოდ თანაგრძნობა შემიძლია გამოვუცხადო დაღუპულთა ახლობლებს. ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე ფასდაუდებელია და ნებისმიერი საბრძოლო მოქმედებები, სამწუხაროდ, მსხვერპლს იწვევს, მათ შორის, მშვიდობიან მოსახლეობაში. ჩვენი სამხედროებს, რომლებიც სპეციალურ ოპერაციაში მონაწილეობენ, მკაცრი ბრძანება მიღებული, რომ გამოიყენონ მხოლოდ მაღალი სიზუსტის იარაღი სამხედრო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად"- თქვა ლავროვმა. 

მისი მტკიცებით, რუსეთის საჯაროსო შენაერთების მხრიდან ყაზარმებიც კი, სადაც უკრაინელი სამხედროები არიან, თავდასხმას არ ექვემდებარებიან. 

ამის შემდეგ ჟურნალისტმა, რუსეთის მაღალჩინოსანს შეახსენა, რომ უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს დამიზნებით კლავენ, რასაც ლავროვმა სიცრუე უწოდა და ჟურნალისტი არაობიეტურობაში დაადანაშაულა. 

თქვენ ადამიანების ემოციებზე თამაშობთ. ერთხელ მაინც გაგიშუქებიათ, ასეთი წივილ კივილით მოვლენები ლიბიაში, სადაც ათასობით ადამიანი იღუპებოდა"- მიმართა ჟურნალისტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

 ბრიტანელმა ჟურნალისტმა კი აღნიშნა, რომ ის ომს აშუქებდა: "თქვენ წამოიწყეთ ეს ომი, თქვენ გაქვთ ხელები ისხლში გათხვრილი".