რუსულმა ბომბებმა ჩერნიგოვი მიწასთან გაასწორეს - ბოლო ცნობები უკრაინიდან

რუსულმა ბომბებმა ჩერნიგოვი მიწასთან გაასწორეს - რუსული იერიშის სამiზინე დასახლებული პუნქტები და საცხoვრებელი კორპუსებია. იწვის მრავალსართულიანი კორპუსები. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. უცნობია, რამდენი ადამიანი დაიღუპა თავდასხმის შედეგად.
ოკუპანტები უტევენ ხარკოვს - ვრცელდება კადრები როგორ მიემართება რუსული ტანკები უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქისკენ. ოპერაცია ქალაქ ლაზოვაიასთან მიმდინარეობს. თუმცა ამის მიუხედავად, რუსულ ჯარს დიდი დანაკლისი აქვს, ბრძოლა კი შენელებულია.
ამასთან, უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ პოპოსკაში რუსმა ოკუპანტებმა გრადები რუსეთის მხარეს შეატრიალეს. უშიშროების სამსახური, რუსულ პროვოკაციაზე საუბრობს, მათი თქმით, კრემლს სურს დაიბომბოს რუსული ქალაქები, რომ მერე ეს ყოველივე უკრაინას დაბრალდეს.
ამასთან, ბოლო ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ქალაქი ბუჩა დაბომბეს. ცეცხლი აქაც საცხოვრებელ სახლებს უკიდია.
ბოლო ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა დახვრიტეს ქალაქ გოსტომელის მერი, რომელიც რამდენიმე დღის განმვლობაში ოკუპანტების შესვლას ეწინააღმდეგებოდა.
უმძიმეს ვითარების მიუხედავად რუსული არმია დიდ დანაკარგებს განიცდის, როგორც ცოცხალი ძალის ასევე მძიმე ტექნიკის.