მოლაპარაკების მე-2 რაუნდი - უკრაინული დელეგაცია რუსეთის მხარესთან მოლაპარაკებებისთვის გაფრინდა

03.03.22 17:28
მოლაპარაკების მე-2 რაუნდი - უკრაინული დელეგაცია რუსეთის მხარესთან მოლაპარაკებებისთვის გაფრინდა

რუსეთის მხარესთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის უკრაინული ხალხი უკვე გაემგზავრა. უკრაინული დელეგაციის წევრი, უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის" ლიდერი, დავით არახამია ამბობს, რომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან „პროგრამა მინიმუმი ჰუმანიტარული კორიდორის“ საკითხის განხილვა იქნება.

„დანარჩენი, გარემოებების მიხედვით“ - წერს არახამია.

უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. უკრაინული მედიის ცნობით, შეხვედრა ბელარუსში, ბრესტში გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები