დაჯექი ჩემთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ არა 30 მეტრის მოშორებით - ზელენსკი პუტინს

03.03.22 22:33
დაჯექი ჩემთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ არა 30 მეტრის მოშორებით - ზელენსკი პუტინს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ღია ეთერიდან მიმართა. 

რა გინდა ჩვენგან? დატოვე ჩვენი მიწა -  უთხრა ზელენსკიმ პუტინს.

დაჯექი ჩემთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან, მე თავისუფალი ვარ, მაგრამ არა 30 მეტრის მოშრობით, როგორც მაკრონთან, შოლცთან. მე მეზობელი ვარ, არ ვიკბინები. ნორმალური კაცი ვარ. დაჯექი ჩემთან, დამელაპარაკე, რისი გეშინია? ჩვენ არავის ვემუქრებით, ტერორისტები არ ვართ, ბანკებს არ ვძარცვავთ, სხვის მიწებს არ ვატაცებთ"- თქვა უკრაინის რეზიდენტმა.