ოკუპანტებმა იერიში ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე მიიტანეს - ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია

04.03.22 10:30
ოკუპანტებმა იერიში ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე მიიტანეს - ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია

ღამით რუსმა ოკუპანტებმა იერიში ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე მიიტანეს. დაბომბვის შედეგად ხანძარი სადგურის ადმინისტრაციულ შენობას გაუჩნდა, თუმცა თავას სადგურზე არ გადასულა. 

ღამის განმავლობაში რადიაციული ფონის საფრთხის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა და მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთი განცხადება გააკეთეს.

ხანძრის ლიკვიდირება შესაძლებელი მხოლოდ გამთენიისას გახდა. ამ დროისათვის გათიშულია ატომური სადგურის მესამე ენერგობლოკი. ამ დროისთვის ტერიტორიაზე რადიაციული ფონის ზრდა არ ფიქსირდება.