თუ დავინახავთ პუტინის ინდივიდუალურ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, საჭირო ზომებს მივიღებთ - ჰააგის გამომძიებელთა ჯგუფი უკრაინაში გაემგზავრა

04.03.22 10:30
თუ დავინახავთ პუტინის ინდივიდუალურ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, საჭირო ზომებს მივიღებთ - ჰააგის გამომძიებელთა ჯგუფი უკრაინაში გაემგზავრა

ჰააგის ტრიბუნალის გამომძიებელთა ჯგუფი უკრაინაში გაემგზავრა, სადაც რუსეთის წინააღმდეგ კოლექტიური საერთაშორისო სარჩელის საფუძველზე გამოძიებას ჩაატარებს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პროკურორმა კარიმ ხანმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჩადენილ შესაძლო დანაშაულზე Fracnce 24-თან ისაუბრა.

თუ დავინახავთ პუტინის ინდივიდუალურ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, საჭირო ზომებს მივიღებთ.

ამის გამართლება იმის თქმით ვერ მოხდება, რომ სამხედრო აუცილებლობა არსებობდა, მაშინ როცა გამოიყენება ფართო სპექტრის იარაღი, იარაღი, რომელსაც დასახლებულ სამოქალაქო ტერიტორიებზე მოქმედების დიდი რადიუსი აქვს,”- თქვა  პროკურორმა.

ხანმა შეშფოთება გამოთქვა ბავშვებზე, სამოქალაქო პირებზე, საცხოვრებელ სახლებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმების გამო.