ზელენსკი დღეს ტელეხიდით მსოფლიოს 5 ქალაქს, მათ შორის, თბილისს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ტელეხიდით მსოფლიოს 5 ქალაქს მიმართავს. მათ შორის იქნება თბილისიც. ტელემიმართვა დღეს 20:00 საათზეა დაანონსებული. ტელეხიდის პარტნიორია ტელეკომპანია "ფორმულა".
ტელემიმართვას საქართველოს მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან მოისმენენ. ვოლოდიმიტ ზელენსკის მოსასმენად და უკრაინის მხარდასაჭერად დღეს რუსთაველზე სამოქალაქო აქტიისტები, მოქალაქეები და პოლიტიკოსები შეიკრიბებიან.