"მივმართავთ რუსეთის მთავრობას შეწყვიტონ ომი" - რუსი ჯარისკაცების ნაწილი უკრაინაში ომზე უარს ამბობს

04.03.22 11:15
"მივმართავთ რუსეთის მთავრობას შეწყვიტონ ომი" - რუსი ჯარისკაცების ნაწილი უკრაინაში ომზე უარს ამბობს

რუსი ჯარისკაცების ნაწილი უკრაინიდან გარბის. ოკუპანტი ქვეყნის სამხედროები უკრაინში ომზე უარს ერთი მეორის მიყოლებით ამბობენ და უკრაინელებს   ტყვედ ბარდებიან. უკრაინულ მედიაში გავრცელდა აუდიომასალა, სადაც რუსი ჯარისკაცების სატელეფონო სუაბრებია ასახული. ოკუპანტი ქვეყნის ჯარისკაცები ყვებიან, რომ მათი პირობები უკრაინაში გაუსაძლისია, ხოლო პუტინის მთავრობა მათ ფულს არ უხდის. 

"მაღაზია გავძვარცვეთ, ტელეფონი ვიპოვეთ და მაგ ტელეფონიდან ვრეკავთ სახლებში" - ამბობს ერთ-ერთი ჯარისკაცი.

"გვეუბნებიან 52 დოლარი იქნება დღეშიო, საშინელი პირობებია ქუჩაში გვძინავს", - ყვება ჯარისკაცი. 

მიმვმართავთ რუსეთის მთავრობას შეწყვიტონ ომი და ნურავის ნუ გამოაგზვანიან აქ, განსკაუთრებით ბავშვებს", - ამბობს რუსი ჯარისკაცი ვიდეომიმართვაში.