"ბევრი ადამიანი იძულებულია დაშორდეს ოჯახს რუსული აგრესიის გამო" - უკრაინელი დევნილები სიცოცხლისთვის იბრძვიან
ათასობით უკრაინელი დევნილი სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვის. პოლონეთი-უნგრეთი-რუმინეთი-მოლდოვა-ამ ქვეყნებში უკრაინიდან გამოქცეული ადამიანების ნაკადი არ წყდება.
მშვიდობიანი მოსახლეობა ცდილობს რუსულ ბომბებს გაექცეს და თავი ევროპის უსაფრთხო ქვეყნებს შეაფაროს.
მე ქალაქ ზაპოროჟიანად, როდესაც რუსულმა ტანკებმა შემოგვიტიეს, ჩვენ ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ვიყავით, გადავწყვიტე 3 შვილთან ერთად დამეტოვებინა ქალაქი, როგორც დევნილს", - ამბობს უკრაინის მოქალაქე.
მე უნდა დამეტოვებინა ქმარი, რადგან არ აქვს მას საზღვრის კვეთის უფლება, ბევრი ადამიანი იძულებულია დაშორდეს თავის ოჯახს რუსული აგრესიის გამო", - ამბობს ერთ-ერთი დევნილი.