"მადლობა პირადი მხარდაჭერისთვის" - ბლინკენი ზურაბიშვილს

04.03.22 11:39
"მადლობა პირადი მხარდაჭერისთვის" - ბლინკენი ზურაბიშვილს

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საუბრის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბლინკენმა გამოხატა მადლიერება უკრაინის მიმართ ქართველი ხალხისა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის პირადი, ურყევი მხარდაჭერის გამო.  

სახელმწიფო მდივანმა მადლიერება გამოხატა ქართველი ხალხისა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის პირადი, ურყევი მხარდაჭერის გამო უკრაინის მიმართ. მან ხაზი გაუსვა აშშ-ს მტკიცე ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას დემოკრატიული, მშვიდობიანი ევროატლანტიკური მომავლისკენ", - წერია განცხადებაში.