კიევი რკინის ბარიკადებშია - მტრის შესაკავებლად მუშები ტანკსაწინააღმდეგო კონსტრუქციებს აწყობენ

04.03.22 13:45
კიევი რკინის ბარიკადებშია - მტრის შესაკავებლად მუშები ტანკსაწინააღმდეგო კონსტრუქციებს აწყობენ

კიევი რკინის ბარიკადებშია. პუტინის თავმდამსხმელების შეჩერებას უკრაინელები ყველა ძალებით ცდილობენ. წინაღობების შესაქმნელად, რათა რუსულმა ტანკებმა დედაქალაქის აღება ვერ შეძლონ, შემდუღებლების მთელი ჯგუფი მუშაობს. ისინი ქარხნებში ტანკსაწინააღმდეგო კონსტრუქციებს ადუღებენ. ამავდროულად, ქარხნებში პატარა ზომის ბარიერებიც მზადდება, რომლებიც მიზნად ბორბლიანი სმახედრო ავტომობილების გაჩერებას ისახავს.

ახლა ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამშენებლო კომპანიის ეზოში ვართ. ომის გამო ყველაფერი შეიცვალა, ყველა აქტივობა, ქალაქს უნდა დავეხმაროთ, ამიტომ ტანკების საწინააღმდეგო კონსტრუქციებს ვაწყობთ", - ამბობს ერთ- ერთი უკრიანელი მუშა.