"გამარჯვების დრო ახლოვდება" - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

04.03.22 13:54
"გამარჯვების დრო ახლოვდება" - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

"გამარჯვების დრო ახლოვდება", - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს. მინისტრი დარწმუნებულია, რომ  ამ დღეებში სიტუაციის გადრატეხა მოხდება.

ამ საათებში და დღეებში სიტუაციის გარდატეხა ხდება. პროცესი კონცენტრაციას და მოიბილიზებას ითხოვს. ჩვენმა დამცველებმა მტერი ბევრი მიმართულებით შეაჩერეს. ზოგიერთგან შეიარღებულმა ძალებმა წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს.

ბოლო ცნობებით, 8 დღეში რუსეთის  10 ათასმდე ჯარისკაცი და დაიღუპა და დაშავდა. უკვე დადასასტურებულია ერთი რუსი გენერლის გარდაცვალებაც. რუსული საზოგაოდება დანაკარგის გააზრებას იწყებს. შეიარაღებულმა ძალებმა ნადავლის სახით უამრავი ტანკი და ბრონმანქანა მიიღო.

ამ დღეების განმავლობაშ ბევრი რთული გადაწყვეტილების მიღება დაგვჭირდა. ჩვენ ჯარის შესანარჩუნებლად მანევრირებები გვიწევდა, მაგრამ ჩვენს მიწა-წყალს აუცილებლად დავიბრუნებთ.

კარგად მესმის, რომ ყველა დაიღალა, ძალაგამოეცალა, ხალხი დანაკარგის გამო შოკშია.წინ რთული პერიოდი გველოდება. ჩვენ დიდი ძალისხმევა და გამძლეობა დაგვჭირდება", - ამბობს  რეზნიკოვი.