უკრაინის ცის ჩაკეტვა - საკითხზე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ამ წუთებში მსჯელობენ

04.03.22 15:30
უკრაინის ცის ჩაკეტვა - საკითხზე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ამ წუთებში მსჯელობენ

ამ წუთებში უკრაინის ბედს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები წყვეტენ. პრეზიდენტი ზელენსკი ითხოვს, ალიანსმა უკრაინის ცა ჩაკეტოს,რათა  გაანეიტრალოს ბომბდამშენები, რომლებიც უკრანულ ქალაქებს ბომბავს. საგანგებო სხდომა უკვე მიმდინარეობს. 

სხდომის დაწყებამდე NATO-ს გენერალური მდივანმა განაცხადა, რომ NATO რუსეთთან კონფლიქის არ ისწრაფვის, რადგან ის თავდაცვითი ალიანსია. იენს სტოლტენბერგმა ასევე პუტინს უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. 

ჩვენ ვგმობთ თავდასხმებს მშვიდობიან მოქალაქეებზე. ასევე, ვნახეთ  ცნობები ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შესახებ. ეს უბრალოდ აჩვენებს ამ ომის უგუნურობას და მისი დამთავრების მნიშვნელობას. იმასაც, რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთის ჯარების გაყვანა. ნატოს მოკავშირეებმა განახორციელეს უპრეცენდენტო სანქციები. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. ამავე დროს, ნატო არ არის კონფლიქტის მხარე. ნატო არის თავდაცვითი ალიანსი. ჩვენ არ ვისწრაფვით რუსეთთან ომისკენ ან კონფლიქტისკენ, ჩვენ ყველა მოკავშირე უნდა დავიცვათ და ამიტომ გავზარდეთ ნატოს ძალები ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. ეს არის თავდაცვა,  - განაცხადა სტყოლტებერგმა.