"მოგიწევთ პასუხისმგებლობის გაზიარება უკრაინელი ხალხის ტანჯვისთვის" - კულება NATO-ს უკრაინის ცის ჩაკეტვისკენ მოუწოდებს

04.03.22 15:57
"მოგიწევთ პასუხისმგებლობის გაზიარება უკრაინელი ხალხის ტანჯვისთვის" - კულება NATO-ს უკრაინის ცის  ჩაკეტვისკენ მოუწოდებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება NATO-ს უკრაინის ცის სასწრაფოდ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან  NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებჰო სხდომის წინ განაცხადა. კულებას თქმით, თუ ალიანსი ამას არ გააკეთებს, უკრაინელი ხალხის ტანჯვაზე პასუხისმგებლობის გაზიარება მოუწევს. 

რუსეთი უკრაინის განადგურებას იგივე ტაქტიკით ცდილობს, რომელიც სირიასთან მიმართებაში გამოიყენა. ჩვენ მას ევროპის შუაგულში ამის უფლება არ უნდა მივცეთ. ჩვენი სახელწიფო საომრად მზად არის, ვაგრძელებთ ბრძოლას რუსეთის თავდასხმის წინააღმდეგ, მაგრამ გვჭირდება დახმარება რუსეთის საჰაერო იერიშების წინააღმდეგ.
თუ თქვენა ამას არ გააკეთებთ, მოგიწევთ პასუხისმგებლობის  გაზიარება უკრაინელი მშვიდობიანი ხალხის ტანჯვისთვის, რომლებიც რუსეთის საჰაერო ირიშების შედეგად იღუპებიან. 
უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომი იმგვარად ვითარდება, რომ დადგება მომენტი, როდესაც NАТО მზად იქნება დაეხმაროს უკრაინის ყველა ფორმით, რათა შეაჩეროს რუსეთის აგრესია ევროპასი შეჭრისგან. მინდა მჯეროდეს, რომ მტკიცედ იმოქმედებთ, ვიდრე ჯერ კიდევ არ არის გვიანი, -
განაცხადა კულებამ.