"ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააგოროს ეს ბიჭი" - ამერიკელი სენატორი რუსებს პუტინის ლიკვიდაციისკენ მოუწოდებს

ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი რუსებს პუტინის ლიკვიდაციისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ამით პასუხსმგებლობი ამღები პირი რუსეთსაც და მსოფლიოსაც დიდ სამსახურს გაუწევს.
რუსეთში ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააგოროს ეს ბიჭი. თქვენ დიდ სამსახურს გაუწევთ თქვენს ქვეყანასაც და მსოფლიოსაც. იმედი მაქვს, რომ რუსეთის ჯარში მოიძებნება უფრო წარმატებული პოლკოვნიკი შტაუფენბერგი, ოღონდ, ჯერ მოუწევს იმ ბუნკერში შეღწევა, სადაც ეს ლოქორა ცხოვრობს. ერთადერთი ვისაც ამის გამოსწორება შეუძლია, არის რუსი ხალხი. ადვილი სათქმელია, ძნელი გასაკეთებელი. თუ არ გინდათ სიცოცხლის ბოლომდე სიბნელეში იცხოვროთ, იზოლირებული იყოთ დანარჩენი სამყაროსგან საშინელ სიღარიბეში, თქვენ უნდა მიიღოთ ზომები, - განაცხადა მან.