სინგაპური რუსეთს სანქციებს უწესებს

05.03.22 10:29
სინგაპური რუსეთს სანქციებს უწესებს

სინგაპური რუსეთს სანქციებს უწესებს. სანქციები შეეხება 4 რუსულ ბანკს, ცენტრალურ ბანკსა და რუსეთის ხელისუფლებას. სინგაპური  სამხედრო ექსპორტზე რუსეთს  ემბარგოს დაუწესებს.

ფინანსური სანქციები შეეხება VTB, Vnesheconombank, Promsvyazbank და Rossiya Bank-ს.

ჩვენ ვაფასებთ რუსეთთან და რუს ხალხთან კარგ ურთიერთობებს, მაგრამ ვერ მივიღებთ რუსი ხელისუფლების მხრიდან სხვა სახელმწიფოს სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. მაგრამ ისეთი პატარა სახელმწიფოსთვის, როგორიცაა სინგაპური, ეს არა თეორიული პრინციპი არამედ საშიში პრეცედენტია. შესაბამისად, სინგაპური მტკიცედ გმობს რუსეთის უკრაინაზე არაპროვოცირებულ თავდასხმას" - აცხადებს სინგაპურის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მსგავსი სიახლეები