დღეიდან ადამიანები დაიღუპებიან თქვენი სისუსტის გამო - ზელენსკი NATO-ს

05.03.22 11:03
დღეიდან ადამიანები დაიღუპებიან თქვენი სისუსტის გამო - ზელენსკი NATO-ს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკმაყოფილება გამოთქვა ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ალიანსი არ ჩაკეტავს უკრაინის საჰაერო სივრცეს და არც ჯარს გაგზავნის. ზელენსკის თქმით, ალიანსმა ამ გადაწყვეტილებით რუსეთს უკრაინის დაბომბვაზე მწვანე შუქი აუნთო.

ნატომ შეძლო და მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინის ცა არ დახურონ, ნატომ შეიქმნა ნარატივი, რომ  თუ უკრაინის ცას ჩაკეტავენ, ეს რუსების პროვოკაცია იქნება, რათა ნატოს წინააღმდეგ აგრესია გამოავლინონ. ეს თვითჰიპნოზია. თქვენ უნდა გეფიქრათ ადამიანებზე და ადაიანობაზე, თუმცა იმ შეკრებაზე რაზე ფიქრობდით. ის ადამიანები, რომლებიც დღეიდან დაიღუპებიან თქვენ გამო დაიღუპებიან, თქვენი სისუსტის გამო, თქვენი არაერთიანობისა და დაშლის გამო.  ნატომ უკრიანისთვის მხოლდო ის გააკეთა, რომ 50 ტონა საწვავი გამოყო, ალბათ იმისტვის, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი დავწვათ, რათა უკეთესად იწვოდეს.

დღეს ნატო-მ, ცის დაკეტვაზე უარის თქმით, მწვანე შუქი აგინთოთ, რომ უკრაინული სოფლებისა და ქალაქების დაბომბვა გააგრძელოთ. მაგრამ, არ ვიცი ვისი დაცვა შეგიძლიათ, შეძლებთ თუ არა საკუთარი და ალიანსის წევრი ქვეყნების დაცვას, მაგრამ საწვავით ჩვენს დაღვრილ სისხლს ვერ გამოისყიდით. ერთიანი ევროპისთვის დაღვრილ სისხლს. ჩვენი საერთო თავისუფლებისთვის. ერთიანი მომავლისთვის. თუმცა, ამავდროულად, მადლობელი ვარ მეგობარი ქვეყნების. ნატო-ში ჩვენი ბევრი მეგობარი ქვეყანაა, ჩვენი პარტნიორები, ისინი უმრავლესობაში არიან. ნამდვილი პარტნიორები. ისინი, ვინც ნებისმიერი გადაწყვეტილების მიუხედავად, ჩვენს ქვეყანას ეხმარებიან", - განაცხადა ზელენსკიმ.