მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან - აშშ-ის ელჩი გაეროში

05.03.22 11:10
მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან - აშშ-ის ელჩი გაეროში

გაეროში აშშ-ს ელჩი,  ლინდა თომას-გრინფილდი მიმართავს ვლადიმერ პუტინს შეწყვიტოს საომარი მოქმედებები უკრაინაში და გაიყვანოს ჯარი  ბირთვული ობიექტების ტერიტორიებიდან.

გუშინ ღამე მსოფლიომ ატომური კატასტროფა აიცილა თავიდან, რუსეთის თავდასხმამ ევროპის უდიდესი ბირთვული ობიექტი დააყენა რისკის ქვეშ, ეს იყო წარმოუდგენლად უგუნური და სახიფათო. საფრთხე შეუქმნა მოქალაქეების სიცოცხლეს რუსეთში, უკრაინასა და მთელ მსოფლიოში. მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან. ბირთვული ობიექტები არ უნდა იყოს ამ კონფლიქტის ნაწილი, უნდა იყოს დაცული უკრაინის 15-ვე ბირთვული ობიექტი და უკრაინის უსაფრთხოება", - განაცხადა   ლინდა თომას-გრინფილდმა.