"ასეულიდან ცოცხალი მხოლოდ 4 სამხედრო გადარჩა" - დუმის დეპუტატი რუსეთის ხელისუფლებას ამხელს

05.03.22 11:17
"ასეულიდან ცოცხალი მხოლოდ 4 სამხედრო გადარჩა" - დუმის დეპუტატი რუსეთის ხელისუფლებას  ამხელს

რუსეთის დუმის დეპუტატი, ლუდმილა ნარუსოვა  პუტინს საკუთარი ჯარისკაცების მკვლელობაში ამხელს.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს სხდომაზე დეპუტატმა ნარუსოვამ თქვა, რომ წვევამდელები უკრაინასთან ომში ძალით წაიყვანეს და ამოხოცეს. 100 კაციანი ბატალიონიდან სახლში მხოლოდ  4 დაბრუნდა. მხოლოდ ერთი ბატალიონიდან 96 ჯარისკაცია დაღუპული.

გუშინ სამხედრო მოქმედებების ტერიტორიიდან გამოვიყვანეთ ჯარისკაცები, რომლებსაც აიძულებდნენ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას, ან მათ მაგივრად აწერდნენ ხელს. 100 კაციდან ცოცხალი მხოლოდ 4 ადამიანი დარჩა. დაადასტურეთ ეს ინფორმაცია! " - თქვა ნარუსოვამ. 

მსგავსი სიახლეები