უკრაინას შეუძლია რუსეთთან ომის მოგება - ენტონი ბლინკენი

05.03.22 12:43
უკრაინას შეუძლია რუსეთთან ომის მოგება - ენტონი ბლინკენი

უკრაინას შეუძლია რუსეთთან ომის მოგება - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბლიკენი ვარაუდობს, რომ პუტინის ქმედებები რუსეთისთვის გამანადგურებელი შედეგების მომტანი იქნება.

 გაეროს წევრმა 141-მა ქვეყანამ მისცა ხმა რეზოლუციას, რომლითაც რუსეთის აგრესია დაიგმო. საერთაშორისო კომპანიების უპრეცედენტო რაოდენობამ გაწყვიტა კავშირი ამ ქვეყანასთან, რის შედეგადაც რუსეთის ეკონომიკა თავისუფალ ვარდნაში და ათიათასობით რუსი გამოდის საკუთარი მთავრობის ქმედებების გასაპროტესტებლად, კიდევ უფრო მეტი ადამიანი ქვეყანას ტოვებს. თუ ეს იყო პუტინის მიზანი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან ამას მიაღწია", - თქვა ბლინკენმა.

მსგავსი სიახლეები