უკრაინის რამდენიმე ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია იწყება

05.03.22 13:13
უკრაინის რამდენიმე  ქალაქიდან  მოსახლეობის ევაკუაცია იწყება

მარიუპოლიდან და ვოლნოვახადან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია იწყება - ინფორმაციას ამის შესახებ УНІАН ავრცელებს. მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია უკრაინის დროით 11:00 საათზე დაიწყება.

 ქალაქ მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ დაადასტურა, რომ მიმდინარეობს ჰუმანიტარული მწვანე დერეფნის გახსნის პროცესი და მარიუპოლისთვის ე.წ. დუმილის რეჟიმი ამოქმედდება.

ამ დროის განმავლობაში ქალაქს საშუალება მიეცემა  აღადგინოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა – ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება, ასევე აამუშაოს მობილური კომუნიკაციები. ასევე, შესაძლებელი იქნება მარიუპოლისთვის აუცილებელი საკვების და მედიკამენტების მიწოდება.