ოკუპანტებს ისეთ ზარალს ვაყენებთ, რომელცი ყველაზე ცუდ სიზმარშიც არ უნახავთ - ზელენსკი

05.03.22 15:02
ოკუპანტებს ისეთ ზარალს ვაყენებთ, რომელცი ყველაზე ცუდ სიზმარშიც არ უნახავთ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი დასახულ მიზანს ვერ აღწევს და დიდ ზარალს განიცდის. ზელენსკი რუსეთის ხელისუფლებას საკუთარი ჯარისკაცების სიკვდილში ადანაშაულებს. 

ოკუპანტები იმდენად სერიოზულ დანაკარგს განიცდიან, რომ ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ.რუსეთის ძალებმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა მიაღწია თითქმის 10 000 დაღუპულს. საშინელებაა, რომ ისინი 18-20 წლის ჯარისკაცები არიან - თითქმის ბავშვები, რომლებსაც ვერც კი აუხსნეს, რატომ იბრძოდნენ და რატომ იყვნენ უცხო ქვეყანაში. რუსეთს შეეძლო, მათთვის მიეცა სხვა რამ, ნაცვლად სიკვდილისა", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები