უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილმა ხარკოვთან კონტრშეტევა წამოიწყო

05.03.22 15:40
უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილმა ხარკოვთან კონტრშეტევა წამოიწყო

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვთან კონტრშეტევა წამოიწყეს.  მათივე ინფორმაციით,  რუსები საკუთარ პოზიციებს ტოვებენ.

ეს შესაძლებელი გახდა უკრაინელი ხალხის დაუმარცხებლობის, რუსების რეზერვების არარსებობის, საოკუპაციო ძალების დემორალიზების გამო. ოკუპანტებმა დაიწყეს რუსული არმიის დატოვება სახლში დასაბრუნებლად.  მოსკოველებს დაავიწყდათ, რომ მოღალატეები ყოველთვის მოღალატეებად რჩებიან", - წერია განცხადებაში.  

 რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.